ყოფილ არგენტინელ დიქტატორებს „ძველი ცოდვები“ გაუხსენეს

ყოფილ არგენტინელ დიქტატორებს „ძველი ცოდვები“ გაუხსენეს

არგენტინის ყოფილ სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელებს, რომლებიც ქვეყანას 1976-83 წ.წ-ში მართავდნენ, ხორხე ვიდელას და რეინალდო ბინონეს „10 წლამდე ბავშვების სისტემატიური გატაცებისთვის, დაკავებისა და მათზე ძალადობის განხორციელებისთვის“, ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდეს. მათ საერთო ჯამში პოლიტმატიმართა 400 ბავშვი გაიტაცეს.

ბუენოს-აირესის სასამართლომ ვიდელას 50 წელი, ხოლო ბინონეს 15 წელი დაუმატა. ისინი უკვე იხდიან სასჯელს კაცობრიობის წიანშე სხვა ჩადენილი დანაშაულებების გამო. 

დიქტატორთა ერთერთი მსხვერპლის მაკარენა გელმანის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. „ მათი სახეების ნახვა, რომელთაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, იმის ნიშანია, რომ სასამართლო სამართლიანი და მიუკერძოებელია“,-აცხადებს გელმანი.