საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, მამუკა მდინარაძე ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და საკმაოდ ეფექტური იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
„მამუკა მდინარაძე არის ძლიერი პიროვნება, გამოცდილი პოლიტიკოსი, კარგი ორგანიზატორი. ის ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ვფიქრობ, ამ ყველა მონაცემით საკმაოდ ეფექტური იქნება უსაფრთხოების სამსახურის სათავეში. ჩვენ უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის ინტერესის, ასევე თითოეული მოქალაქის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და დაცულობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.