მოიმატებს თუ არა საქართველოში გადასახადები?

მოიმატებს თუ არა საქართველოში გადასახადები?

საქართველოში ახალი მთავრობის კაბინეტისა და ახალი სახელისუფლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, მოსახლეობაში ახალი ეჭვი გაჩნდა-გაიზრდება თუ არა საქართველოში გადასახადები. მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარამდე იზრდება, იზრდება ასევე სამუშაო ადგილებიც, რაც გადასახადების გაზრდის აუცილებლობად გამოიწვევს.

ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია კი აცხადებს, რომ მთავრობის ახალი გეგმა გადასახადების ზრდის აუცილებლობას ნამდვილად არ იწვევს, რადგან ის ეკონომიკური ზრდიდან მოსალოდნელი შემოსავლების ფონზეა დაგეგმილი.

„ამ ეტაპზე საუბარია ბიუჯეტის ზრდაზე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და წარმოების გაზრდის ხარჯზე. თუმცა, ბიზნეს-ომბუდსმენის განცხადებითვე, ახალი სამთავრობო გეგმა დეტალურად განხილული არ არის და კონკრეტული კომენტარების გაკეთება მხოლოდ სრულად  შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“,-აცხადებს პერტაია რადიო commersant.ge-სთან საუბარში.