„ცეტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა მორიგი აქცია კანცელარიასთან გაიმართება

„ცეტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა მორიგი აქცია კანცელარიასთან გაიმართება

სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები დღეს მორიგი აქციის გამართვას კანცელარიასთან აპირებენ.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათი მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა.

მათი განცხადებით, ვისი საცხოვრებლებიც კომპანიის მიერ აშენებულია, კერძო საკუთრებაში არ ურეგისტრირებენ, ხოშარაულის #29-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებ 7 ოჯახს კი, ბინები დაუყადაღეს.

კომპანია დაზარალებულებისგან გადახდილი თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს. დაზარალებულები კი აცხადებენ, რომ მათ ამის საშუალება არ აქვთ.

„დექსუსი“ 1 კვ.მ - ზე 100 აშშ დოლარის დამატებას ითხოვს., რომელიც 1 წლის განმავლობაში უნდა გადავიხადოთ, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს“, - განაცხადეს დაზარალებულებმა.

მათივე განცხადებით, „ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.