მშვიდად იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ, თუ ოქტომბრამდე  დედამიწა გადატრიალდება და ამ გადატრაილებას „ნაც. მოძრაობის“  გონების შეტრიალებაც მოჰყვება

მშვიდად იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ, თუ ოქტომბრამდე დედამიწა გადატრიალდება და ამ გადატრაილებას „ნაც. მოძრაობის“ გონების შეტრიალებაც მოჰყვება

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეფასებისას, რაც პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობების გაზრდას გულისხმობს აცხადებს, რომ   „ნაციონალური მოძრაობის“  მთავარი ამოცანა იყო პრეზიდენტი მომავალ არჩევნებს მშვიდ გარემოში შეხვედროდა და მისი თქმით, ეს მიზანი შეასრულეს.

„ნაც.მოძრაობის“ ამოცანა  გახლდათ, რომ პრეზიდენტი მოახლოებულ  არჩევნებს  მშვიდ გარემოში შეხვედროდა და მის ჯანრთელობაზე  მუდმივი ნერვიულობა არსებულ ვითარებაზე  ზედმეტი ტვირთი არ გამხდარიყო.  ახლა,  ასეთი სიმშვიდე მოპოვებულია და არის საშუალება შედარებით წყნარ გარემოში იქნას გააზრებული თავად პრეზიდენტის მიერ,  რა ტიპის თანამდებობა და რა ტიპის  ძალაუფლება სურს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

პოლიტოლოგის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გავლენის ზრდა  საეჭვოს ხდის ის ფაქტი,  რომ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან წავიდა არა მხოლოდ მინისტრი არამედ,  პრაქტიკულად გუნდი,  რომელიც წლების განმავლობაში მერაბიშვილთან იყო  შეზრდილი.

„შესაბამისად,  შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების წმენდა მოხდა. ალბათ, ისინი ჩანაცვლებულნი იქნებიან  ახალი მინისტრის ციხეებში და ჯარში მოგროვილი შეუცვლელი სპეციალისტებით“, - განაცხადა ცისკარშვილმა.

მისი თქმით,  არჩევნების შეფასებებისთვის  ამოსავალი წერტილი  „ნაციონალური მოძრაობის“  არჩევნებთან დაკავშირებული გამოცდილებაა.

„პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აშკარად უდიერი დამოკიდებულება აქვს კანონმდებლობასთან მათ შორის,  საკუთარ შექმნილთანაც.  პოლიტიკურ ძალას,  რომელსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება  პოლიტიკური დისკუსიების,  დებატებისა და  გაზრდილნი არიან მხოლოდ იმპერატიულ მონოლოგებზე.  ისინი შეუჩვეველნი არიან საწინააღმდეგო აზრის გარჩევას  და ზოგჯერ არცთუ უცენზურო გამონათქვები აქვთ ყველაფრის მიმართ,  რაც  საკუთარი ინიციატივა არაა და რაც ნაციონალურ პოლიტბიუროში  წინასწარ შეთანხმებული და შეჯერებეული  არაა.  შესაბამისად,  ამ ძალას უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების  და საარჩევნო პროცესებში   პოლიციისა და სხვა ძალისმიერი სტრუქტურების ჩართვის გამოცდილება აქვს. ოქტომბრამდე  თუ დედამიწა გადატრიალდება და ამ გადატრალებას „ნაციონალური მოძრაობის“  გონების შეტრიალებაც მოჰყვება,  მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია  ვიყოთ მშვიდად“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ  „ალბათ,  როგორია ასეთი პლანეტის ყირამალა ტრიალი  ეს მხოლოდ  ქართული ექსპერტიზის გასარკვევი არაა“.