წმინდა სინოდი: ID ბარათის  ბარათის აღება ნებაყოფლობითი იყოს

წმინდა სინოდი: ID ბარათის ბარათის აღება ნებაყოფლობითი იყოს

წმინდ სინოდის სხდომაზე, რომელიც დღეს საპატრიარქოში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან  ერთად ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების საკითხიც განიხილეს.

სინოდის განჩინება  ჟურნალისტებს  გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო. სინოდი თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ID ბარათების აღება ნებაყოფლობითი იყოს და იმათ ვისაც არ სურს აღნიშნული ბარათის აღება,მას  ალტერნატიული პირადობის მოწმობის მიღების საშუალება ქონდეს.

"ID  ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს. ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ რადგან საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მთავრობას ვთხოვთ, რომ ბარათის აღება ნებაყოფლობითი იყოს თუ კი ეს შესაძლებელია,"- განაცხადა წმინდა სინოდის წარმომადგენელმა. მისა, „წმინდა სინოდი აცხადებს - სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას თუ შესაძლებელია, დაუშვან ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“ - ნათქვამია განჩინებაში.