წმინდა სინოდი ბაგრატის ტაძრის პირვანდელი გეგმით აღდგენას ითხოვს

წმინდა სინოდი ბაგრატის ტაძრის პირვანდელი გეგმით აღდგენას ითხოვს

  წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი საერო ვითარება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ხალხის გამაერთიანებელი ძალა და ეს  ფუნქცია საქართველოს დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები ჟურნალისტებს  გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.

მიტროპოლიტ ადნრია გვაზავას  ინფორმაციით, წმინდა სინოდმა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთნ დაკავშირებული საკითხიც განიხილა.

განჩინების მიხედვით, საპატრიარქო მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით რესტავრაციას, თუმცა იმის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა  აუცილებელია, რესტავრაცია, კულტურის სამინისრტოს, საპატრიარქოს და იუნესკოსთან ერთად გაგრძელდეს.

„ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით გაგრძელდეს,- ნათქვამია განჩინებაში.