წმინდა სინოდი:  სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში  ჩართულობა მიუღებელია

წმინდა სინოდი: სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა მიუღებელია

სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში  ჩართულობა მიუღებელია,- ნათქვამია სინოდის განჩინებაში,  რომელიც ჟურნალისტებს  გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო. 

მიტროპოლიტის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს, წმინდა სინოდზე მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება და ხაზი გაუსვა მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობას და ახალგაზრდობის დასაქმების საკითხს.

"წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი", -  ნათქვამია წმინდა სიმოდის განჩინებაში.