ბიძინა ივანიშვილი: დებატებს კარგად გაეცანით. თქვენ გაქვთ მხოლოდ ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია

ბიძინა ივანიშვილი: დებატებს კარგად გაეცანით. თქვენ გაქვთ მხოლოდ ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია

"ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი მიღწევა,  ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე საინტერესო ქვეყნის  აშშ-ის მიერ საქართველოს  მეგობრად აღიარებაა.   -  ამის შესახებ ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისდმი მიძღვნილ მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატებზე, რომელსაც საქართველოში განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა,  გააკეთა კომენტარი.

როგორც ირკვევა კოალიციის ლიდერი  ევროპარლამენტში გამართული   დებატებით, კმაყოფილია.

რაც შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტში გაკეთებულ  განცხადებას  ივანიშვილის   რუსულ ფულთან და გაზპრომში წილთან  დაკავშირებით,   ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ   ეს განცხადება სააკაშვილის მეგობარი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

"დებატებს კარგად გაეცანით. თქვენ გაქვთ მხოლოდ ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. სინამდვილეში, ეს დებატები ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი იყო და რა თქმა უნდა, მისით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება რუსულ ფულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ეს არის საკაშვილის ერთ-ერთი მეგობრული პარტიის წევრი. საქართველოში დაწერილი სტატიაა, რომელზეც ხელი მოაწერინეს. იქ ძალიან ბევრი სიცრუეა. სად გინახავთ ის ფაქტები, მაცივრების გადაცემები და მოსყიდვები, რაზეც ამ სტატიაშია საუბარი? სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში ქართველმა პოლიტიკოსებმა შეცდომაში შეიყვანეს. ეს საქართველოში დაწერილი სტატიაა"-,  განაცხადა ივანიშვილმა.