სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზაზა გოგავამ  თანამდებობა დატოვა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზაზა გოგავამ თანამდებობა დატოვა

შს მინისტრის მოადგილემ, საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსმა ზაზა გოგავამ თანამდებობა დატოვა. სასაზღვრო პოლიციაში  ზაზა გოგავას თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგავას რამდენიმე უწყებაში გადანაცვლება შესთავაზეს, თუმცა სად, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. ითქვა ისიც, რომ გოგავამ შემოთავაზებულ თანამდებობები ჩამოქვეითებად მიიჩნია და იქ გადასვლაზე  უარი განაცხადა.

ზაზა გოგავა სასაზღვრო პოლიციის უფროსად 2008 წლის ნოემბრში დაინიშნა. მანამდე გოგავა 2006 წლიდან  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალაია  ათავისუფლებს იმათაც, ვისაც განცხადება ჯერ არ დაუწერიათ, მაგრამ მერაბიშვილის კადრად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შეფი, დევი ჭელიძე, რომელიც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ასევე დატოვებს თანამდებობას მერაბიშვილის პირველ მოადგილემ ამირან მესხელი და დასაქმების მინისტრის მოადგილე გახდება..

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრო უკვე დატოვეს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, კუდის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ,რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა.  საუბარია შს მინისტრის მოადგილეების ეკა ზღულაძისა და ამირან მესხელის მიერ სამინისტროს დატოვებაზეც და ასევე დეპარტამენტების ხელმძღვანელების - გოგა გრიგალაშვილის, ირაკლი ქადაგიძის და კახა ლეგაშვილის გადადგომაზეც.