დღეს საფრანგეთში ტიპოგრაფიის თანამშრომლები გაიფიცნენ და შესაბამისად ფრანგები ბეჭდური მედიის გარეშე დარჩნენ. ბევრი ფრანგული გამოცემა იძულებული გახდა, დღევანდელი ნომერი ინტერნეტში pdf-ის ფორმატში განეთავსებინა.
დღევანდელი გაფიცვების მიზეზი ტიპოგრაფიის თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება გახდა. გამომცემლობა Hersant-მა 700 , ხოლო გამომცემლობა Presstails-მა 1000 თანამშრომელი გაათავისუფლა.
საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებმა ტიპოგრაფიის თანამშრომლების გაფიცვის მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს და განაცხადეს, რომ „დღეს ფრანგული ბეჭდვითი მედია მათი ტყვე აღმოჩნდა“.