დავით გამყრელიძე ევროსაბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

დავით გამყრელიძე ევროსაბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, დავით გამყრელიძე ევროსაბჭოს საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვინ რომპეის შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეების მიერ ძირითადი აქცენტები მომავალ არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებაზე დაისვა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შორის იმ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც დადგინდა მედიასაშუალებებზე გრძელვადიანი მონიტორინგი. ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული რესურსისა და პოლიტიკური ზეწოლის ფაქტების რეაგირების უწყებათაშორისი კომისია და საარჩევნო სიის დამდგენი კომისია.

გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საქართველოს რეალური, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების გარანტი გახდება და ამ მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით კი - "ამ ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში საარჩევნო პროცესზე დამკვირვებელთა სოლიდური ჯგუფი ჩამოვა".

შეხვედრას სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.