სერიალი „მაშველები“ ჯასტინ ბიბერითა და ჯასტინ ტიმბერლეიკით ბრუნდება(VIDEO)

სერიალი „მაშველები“ ჯასტინ ბიბერითა და ჯასტინ ტიმბერლეიკით ბრუნდება(VIDEO)

ჯასტინ ბიბერი და ჯასტინ ტიმბერლეიკი, შესაძლოა, განახლებულ სერიალ „მაშველებში“ გამოჩნდნენ. პროექტის იდეის ავტორია  „მაშველების“  ყოფილი მონაწილე ჯერემი ჯექსონი, რომელმაც ბიბერს ის როლი შესთავაზა, რომელსაც სერიალის პირველ ვერსიაში თავად ასრულებდა. ჯასტინის პერსონაჟი ცურვაში ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონია, ის მალიბუს მაშველების გუნდს უერთდება.

გაირკვა ისიც, რომ ბიბერს, ტიმბერლეიკიც შეუერთდება, გადამღები ჯგუფის განცხადებით, ფილმში კიდევ ერთი ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკიც ითამაშებს. ასევე ცნობილია, რომ სცენარისტებმა როლები, დევიდ ჰესელჰოფისა და პამელა ანდერსონისთვისაც გაითვალისწინეს.

შეგახსენებთ, „მაშველები“ არის პოპოულარული ამერიკული სატელევიზიო სერიალი, რომელმაც თავის დროზე ვარსკვლავებად აქცია პამელა ანდერსონი, კარმენ ელექტრა და დევიდ ჰესელჰოფი.

სერიალი „მაშველები“ ამერიკული ტელევიზიით 1989 წლიდან 1990 წლამდე გადიოდა, ის  ლოს-ანჯელესის ზღვის სანაპიროს მაშველებზეა, რომლებიც ამ ქალაქის პლაჟებზე პატრულირებენ. სერიალი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ყურებადი შოუ იყო 1.1 მილიარდი აუდიტორიით. პრემიერა 1989 წელს შედგა და სულ 11 სეზონი გაგრძელდა.

სერიალს სტუდია „Paramount“ გადაღებს. ზემოთ აღნიშნული მსახიობებიდან თანხმობა როლზე, ჯერჯერობით, არც ერთ მათგანს არ განუცხადებია.