გიგი უგულავას სახელით მოსახლეობას გიორგი ბარამიძე ხვდება

გიგი უგულავას სახელით მოსახლეობას გიორგი ბარამიძე ხვდება

 გიორგი ბარამიძე დიდუბის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, თუმცა, თავად დიდუბის მაჟორიტარობას ჯერ არ ადასტურებს.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, გიორგი ბარამიძემ დიღმის მასივში არაერთი შეხვედრა გამართა. არადა, დღეს პარლამენტში მისულმა ბარამიძემ მისი მაჟორიტარობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

კითხვაზე - იქნებით თუ არა დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი, ბარამიძემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დიღმის მასივში მაცხოვრებლებმა from.ge- ს განუცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობას უთხრეს, რომ მათთან შესახვედრად თბილისი მერი გიგი უგულავა მივიდოდა, სინამდილეში კი გიორგი ბარამიძე მივიდა. 

ამ შეხვედრაზე მყოფნი აცხადებენ, რომ გიორგი ბარამიძე ძირითადად იმ  პრობლემებს ისმენდა რაც მოსახლეობას აწუხებს.

თვითმხილველების ცნობით, გიორგი ბარამიძესთან შესახვედრად მოსახლეობა მაინც და მიანც თავს არ იწუხებს, ასეთ შეხვედრებს ძირითადად ნაციონალების კორპუსის ხელმძღვანელები და მათივე კოორდინატორები ესწრებიან.