კომპანია „კრისტალის“  ხელმძღვანელი დაკავებულია

კომპანია „კრისტალის“ ხელმძღვანელი დაკავებულია

კომპანია  „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი დააკავეს.  ის დილიდან დაკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან  კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც.

 არსებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის,  „კრისტალი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი ფირმაა, რომელსაც ლილოს დასახლებაში არსებული  ქლორის საწარმო ეკუთვნოდა.  

შეგახსენებთ, ლილოს დასახლებაში, ავზიდან ქლორმა წუხელ გაჟონა. მაშველებმა თავდაპირველად ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, თუმცა ავზიდან ქლორმა ხელმეორედ გაჟონა. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს და ავზს ონკანი შეუცვალეს. ამჟამად ქლორის ავზი საქნავთის ტერიტორიიდან დაუსახლებელ, უსაფრთხო ადგილზეა გადატანილი.

მომხდარის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დროისთვისაც  მძიმეა.