ნონა გაფრინდაშვილი: ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს, რომ არ ჩაატარებს 100% -ით დარწმუნებული ვარ

ნონა გაფრინდაშვილი: ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს, რომ არ ჩაატარებს 100% -ით დარწმუნებული ვარ

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი ნონა გაფრინდაშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობისა და ახალი სამთავრობო პროგრამის შეფასებისას აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მორიგი წინასაარჩევნო ბლეფია.

„ესენი რომ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებენ, ამაში 100% -ით ვარ  დარწმუნებული. ყველაფერი,  მათი გადაადგილება  ამის გამყარებას ემსახურება. რაც შეეხება დაპირებებს, მათი დაპირება მე ჯერ შესრულებული არ მინახავს და ახლა მორიგ დაპირებებს როგორ ვენდო? როდის იყო მათ მოსახლეობისთვის დაპირება შეესრულებინოთ და  ახლა სასწაულ დაპირებებს, რომ იძლევიან  ამის შესრულების რწმენა არ მაქვს.  ეს მორიგი საარჩევნო დაპირებებია“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.