მერაბიშვილი დევნილთა განსახლების პროცესში უსამართლობას აღიარებს

მერაბიშვილი დევნილთა განსახლების პროცესში უსამართლობას აღიარებს

პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი დევნილთა განსახლების პროცესში დაშვებულ უსამართლობას აღიარებს.  

,,ვაღიარებ, რომ დევნილების განსახლების, მათთვის სახლების მშენებლობის პროცესში, ხშირად ხდებოდა უსამართლობა და მათ გამოსასწორებლად აქტიურად ვითანამშრომლებთ. ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება”, - განაცხადა მერაბიშვილმა. 

დევნილების განსახლების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე და უსამართლობაზე განცხადება დღეს ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ და უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა.   

,,ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ ივანე მერაბიშვილს შს მინისტრობის დროს, პირადად ევალებოდა დევნილებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა. მისი თქმით, რაც დევნილებთან მიმართებაში ხდება. მერაბიშვილის კარგ მენეჯერობაზე მითი გამოგონილია.