პარლამენტმა ვანო მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა ვანო მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

102 ხმით 7-ის წინააღმდეგ პარლამენტმა  მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და მთავრობის პროგრამას –„მეტი სარგებელი ხალხს“ ნდობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუცხადა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დარბაზში არ იმყოფებოდა, ხოლო ვინც დარბაზში იყო ხმა წინააღმდეგ მისცა.

მთავრობის პროგრამა 7 გვერდიანია და მასში 3 ძირითად საკითხზეა ყურადღება გამახვილებული: დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა.