ვანო მერაბიშვილი: პრესის შენიშვნებზე ყურადღებით ვიქნებით

ვანო მერაბიშვილი: პრესის შენიშვნებზე ყურადღებით ვიქნებით

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, რომ საკუთარი მთავრობით ღია იქნება პარლამენტთან, პრესასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და თითოეულ მოქალაქესთან თანამშრომლობისათვის.

„ყველა მინისტრი თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება. ასევე ვიქნებით ყურადღებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენიშვნებზე. ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატიურ პასუხს გავცემთ, რადგან გვინდა, რომ რასაც გავაკეთებთ სამართლიანი იყოს და ყველა ადამიანს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ის იმ სიკეთეებს და სარგებელს მიიღებს, რომელსაც იმსახურებს“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა საპარლამნეტო ტრიბუნიდან.