ლა-კორონას ახალი აღმოჩენა „სამყაროს აღსასრულის“ მოახლოებაზე მეტყველებს

ლა-კორონას ახალი აღმოჩენა „სამყაროს აღსასრულის“ მოახლოებაზე მეტყველებს

გვატემალაში, ლა-კორონას ქვის კიბეებზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი მტკიცება „სამყაროს აღსასრულის“ შესახებ, რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს დადგება და მაიას ტომის კალენდრის დიდი ციკლის 5125 წელს დაასრულებს.

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით გაშიფრულ იეროგლიფებში, 1300 წლის ქვაზეა დაწერილი და მასზე მოცემულია კალენდარი, რომელიც ლა-კორონაში მაიას მეფის იუკნუმ იჩააკ კალაკმულის ვიზიტის საპატივსაცემოდ 696 წელს ამოკვეთეს. ლა-კორონაში ჩასვლამდე, რამდენიმე თვით ადრე, იუკნუმ იჩააკი თავის მეტოქე ტიკალიასთან ბრძოლაში დამარცხდა. აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კალაკმული ამ ორთაბრძოლაში დაეცა, თუმცა ახალი აღმოჩენით ირკვევა, რომ იგი გადარჩა და თავის მოკავშირეებთან ვიზიტები დაიწყო. კალაკმული არის მაიას ცივილიზაციის ყველაზე დიდი ქალაქი დღემდე აღმოჩენილ მაიას ქალაქებს შორის. მდებარეობს მექსიკაში, კამპეჩეს შტატში. გადაჭიმულია 1, 800, 000 აკრზე, ჯუნგლების სიღრმეში, პეტენის აუზის რეგიონში, გვატემალის საზღვრიდან 30 კმ-ის დაშორებით.

გვატემალის უნივერსიტეტის მეცნიერი კანუტო ბარიენტოსი აღნიშნავს, რომ კალენდარს მაიას ტომი სახელმწიფო კრიზისის დროს ქვეყანაში სტაბილურობის დამყარების ხელშეწყობისთვის იყენებდა და  არა - აპოკალიპსის წინასწარმეტყველებისთვის. "ამიტომ, ვფიქრობ, ის „სამყაროს აღსასრულის“ წინასაწარმეტყველებას სულაც არ წარმოადგენს, რადგან კალაკმულში იმ დროს შექმნილი მდომარეობის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  მაიას მეფემ კალენდარი და სამყაროს აღსასრულის თემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა"-ამბობს ამერიკელი მეცნიერი.