აზერბაიჯანის აზრით, სომხეთის პრეზიდენტი ყველაფერზე წავა, რათ ხელისუფლება შეინარჩუნოს

აზერბაიჯანის აზრით, სომხეთის პრეზიდენტი ყველაფერზე წავა, რათ ხელისუფლება შეინარჩუნოს

აზერბაიჯანის პარლამენტარების განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ზუსტად ისევე ჩაატარებს საპრეზიდენტიო არჩევნებს, როგორც საპარლამენტო ჩაატარა, მიუხედავად იმის, რომ ევროკავშირმა მას დახმარება მოუხსნა არჩევნების ფალსიფიცირებისთვის, სომხეთში ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს.

„მიუხედავად იმის, რომ სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლებაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღვრილ სისხლითა და არჩევნების ფალსიფიცირებით მოვიდა, ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიყენებს ყველა რესურსს, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს. დასავლეთის დონორმა ქვეყნებმა სომხეთს დახმარება მოუხსნეს, მიუხედავად მრავალჯერადი გაფრთხილებისა, საპარლამენტო არჩევნები სარქისიანმა მაინც  ფალსიფიცრებით ჩაატარა. 

დასავლეთის ქვეყნებს აღარ მოსწონთ სერჟ სარქისიანი, ის ფიქრობს, რომ სომხეთისთვის გამოყოფილი დახმარება, ისევ სარქისიანისა და მისი გარემოცვის ჯიბეში წავა. მათი სიმპატიით ოპოზიციის ლიდერი ლევონ ტერ-პერტოსიანი სარგებლობს, სწორედ მას ხედავს დასავლეთი სომხეთის შემდგომ პრეზიდენტად“,-აცხადებს მინი მეჯლისის დეპუტატი ფაზილ აღამალი.