„ანა კარენინას“ მოტივებზე შექმნილი Banana-ს ახალი კოლექცია(VIDEO)

„ანა კარენინას“ მოტივებზე შექმნილი Banana-ს ახალი კოლექცია(VIDEO)

მოდური ბრენდი Banana Republic გამოუშვებს ახალ კოლექციას, რომელიც ფილმი „ანა კარენინას“ ახალ ეკრანიზაციას  მიეძღვნება, მთავარ როლებში კირა ნაითლითა და ჯუდ ლოუთი.

ეკრანიზაციის რეჟსორის ჯო რაიტის მიერ, ფილმის პირველი ტრეილერის გაშვებისთავანვე ბრენდმა Banana Republic გააკეთა განცხადება ახალ კოლექციაზე, რომელიც ამ ფილმის თემატიკაზე იქნება შექმნილი. ბრენდის დიზაინერებისთვის ეს, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კინოსამყაროს მოტივებზე ახალ კოლექციებს ქმნიან. მათ უკვე გამოუშვეს სამოსის რამდენიმე ლიმიტირებული კოლეცია, რომელიც პოპულარულ სერიალს  „შეშლილები“ მიეძღვა. კოლექცია 60-იანი წლების სამოსს მოიცავდა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.  ბრენდის ამ ნამუშევრებს ისეთი წარმატება მოჰყვა, რომ  გადაწყვიტეს ამაზე არ შეჩერებულიყვნენ.

ამჯერად დიზაინერები მეცხრამეტე საუკუნის რუსულ სტილს ეხებიან, რამაც შეიძლება მისი თანამედროვე მოდის ტენდენციაში დაბრუნება გამოიწვიოს.

Banana Republic-ის  ახალი კოლექციის შექმნაზე ამავე ფილმის კოსტიუმების მხატვარი ჯაკლინ დიურარი  იმუშავებს. ის ამბობს, რომ ფილმის კოსტიუმების შესაქმნელად  დიორის 50-იანი წლების „ნიუ-ლუქი“ გამოიყენა.

ბრენდის კრეატიული დირექტორი საიმონ კინი, აღნიშნავს, რომ ახალი კოლექციის ყველა იდეას დიზაინერები „კარენინას“ მოტივებზე მოიფიქრებენ. ჟაკლინმა ფილმიდან, რამდენიმე განსაკუთრებული მომენტიც აიღო.  შეიქმნა საკაფსულო კოლექცია: ხელოვნური ბეწვი, ქუდები და ქურთუკები, მდიდრული ტექსტურა, მარგალიტები და კრისტალები -  რაც საერთო ჯამში რუსული იმპერიალიზმის ამსახველ ახალ კოლექციას ქმნის.