გიორგი ბარამიძის თორნიკე გორდაძით ჩანაცვლებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტული პასუხი არ აქვს

გიორგი ბარამიძის თორნიკე გორდაძით ჩანაცვლებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტული პასუხი არ აქვს

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გიორგი ბარამიძე შესაძლოა საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ ჩაანაცვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარისგან თავს იკავებს.

დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე და საკადრო ცვილებებთან დაკავშირებულ ყველა სხვა კითხვაზე კონკრეტული პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარსდგება. 

„ამ საკითხებზე გაჩენილ კითხვებს გაეცემა პასუხი, როდესაც პრემიერ-მინისტრი წარდგება ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით პარლამენტში", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

ცნობისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ევროპულ და ევრპოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის ადგილზე დაინიშნება, გიორგი ბარამიძე კი დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.