მაია ფანჯიკიძე: მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშნვა მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა გადაწყვიტა

მაია ფანჯიკიძე: მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშნვა მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა გადაწყვიტა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერისა და მთავრობის გადაყენება ბევრს არაფერს შეცვლის.  მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის გადაყენება და მის ნაცვლად, ყოფილი შინაგან საქმეთა  მინისტრის ვანო მერაბიშვილის დანიშვნა, სერიოზულ სახელისუფლებო კრიზისზე მიუთითებს.

ფანჯიკიძის განცახდებით,  ყველაზე თვალშისაცემი ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ დასახელებული პრიორიტეტები იყო, რაც მისი თქმით, ზუსტად ის საკითხებია, რაზეც „ქართული ოცნება“ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

„აქ არ შეიძლება არ გაგეღიმოს, რადგან მათ 8 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიმხდარიყვნენ თუ რა არის ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი, სანამ „ქართულმა ოცნებამ“ არ უკარნახა, მანამდე ვერ მიხვდნენ. ახლა ცდილობენ დაგვეწიონ, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებულია“,- განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშნვა იმაზეც მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა გადაწყვიტა.

კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლებას განსაკუთრებით იმ ფონზე დასჭირდა, როცა საპარლამენტო არჩევნები მოახლოებულია და როცა „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხება ისეთი რეალურია, როგორც არასდროს.