ირაკლი ალასანია წყალდიდობით დაზარალებული სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა

ირაკლი ალასანია წყალდიდობით დაზარალებული სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა

ირაკლი ალასანია გუშინ წყალდიდობით დაზარალებული სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. მან ადგილობრივ მოსახლეობასა და დაზარალებულებთან ერთად ის პრობლემები და ჩასატარებელი სამუშაოები განიხილა, რომელიც მათ სტიქიის შედეგად მიადგათ.

ალასანიას თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად ჯერ მიწის გასამწენდი სამუშაოებია ჩასატარებელი, შემდეგ კი დანარჩენი სხვა და იმედი გამოთქვა, რომ ამისათვის შესაბამისი თანხების გამოყოფა დაუყოვნებლივ მოხდება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სამუშაოები ჩატარდება, ჩვენც ამისათვის ვართ მობილიზებულები და თუ დაჭირდა ადგილობრივ მოსახლეობას მაქსმილურად გვერდით დავუდგებით. მთავარია ფული იყოს გამოყოფილი და შემდეგ გასაწმენდი სამუშაოები ჩატარდეს“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში  სტიქიის შედეგად რამდენიმე ოჯახი სერიოზულად დაზარალდა.