ევროსაბჭოში რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი ანგარიში  იანვრის სესიაზე განიხილება

ევროსაბჭოში რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი ანგარიში იანვრის სესიაზე განიხილება

ევროსაბჭოში რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი ანგარიშის განხილვა 2013 წლისთვის გადაიდო. ამის შესახებ, ამ თემაზე ასამბლეის მომხსენებელმა თინა აკეტოფტმა განაცხადა.

„ჩემი ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიაზე იქნება განხილული. ეს უპირველეს ყოვლისა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული“, - აკეტოფტმა.

მისივე თქმით, ამ კვირაში ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა, რომელიც ამავე დროს რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეა, მას ცხინვალში ვიზიტის ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროსაბჭოს მომხსენებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიმდინარე წლის 3 ივლისს ეწვევა.

ექსპერტების შეფასებით, ასამბლეის გადაწყვეტილება მთლიანობაში მომგებიანია რუსული მხარისათვისაა, რომელიც ცდილობს,   რაც შეიძლება ხელსაყრელი საინფორმაციო ფონი შექმნას ოქტომბერში ასამბლეაში დაგეგმილი რუსეთის დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის გამოსვლის წინ.