პატიმრობაში მყოფი  ზაქარია ქინქლაძე  სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს

პატიმრობაში მყოფი ზაქარია ქინქლაძე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს

პატიმრობაში მყოფ  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსთან ზაქარია ქინქლაძესთან გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ.  პატიმარმა მათ სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი განცხადება გადასცა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, ქინქლაძის კვების საკითხი გაუმჯობესდა, თუმცა ტანსაცმელს არ აძლევენ.

ცნობისთის, ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ზაქარია ქინქლაძე 24 ივნისს დააკავეს. პოლიციაში მას ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროცესი ისე ჩაატარა, რომ მასზე დასწრების საშუალება არც ადვოკატს მიეცა, არც ჟურნალისტებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს.

27 ივნისს, ზაქარია ქინქლაძის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ისინი დადგენილების  ბათილად ცნობას და პატიმრობიდან ქინქლაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ამ დრომდე არ ჩაბარებია.

ზაქარია ქინქლაძის საქმეზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა. საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის უკანონო პატიმარია. არაერთი უფლებადარღვევის ფაქტზე ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატი ქინქლაძის საქმით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამავე მდგომარეობაში არიან კასპის რაიონის სოფელ დოესის მაცხოვრებლები, რომლებიც სარწყავი წყლის მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს და ადმინისტრაციულ პატიმრობას ისინიც ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდიან.