კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმებას უკავშირდება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომა და აღნიშნული სარჩელის განხილვა დღეს არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული თანხა სუბიექტს შორის - „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სოლიდარობის პრინციპით გადანაწილდება.