კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერის განცხადებით ხელისუფლებას მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების განზრახ აჭიანურებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით ხელისუფლებას მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების განზრახ აჭიანურებს

 

 

ივანიშვილის თქმით, მცხეთის აქციაზეც ისეთივე მუხტი იქნება, როგორიც თბილისსა და გურიაში იყო. მისივე თქმით, სიტუაცია ჯერ ბოლომდე არ გარდატეხილა და ამისთვის დრო კიდევ არის საჭირო, თუმცა მთავარია მოსახლეობა ერთად დადგეს.

"მათ ბოლო მობილიზაცია დარჩათ და ძალადობაზე გადავიდნენ. ამის მაგალითია მერეთი. კარგად არ ვიცი "ზონდერი" რას ნიშნავს და არ მინდა ეს სიტყვა ვინმეს ვუწოდო და შეურაცხყოფა მივაყენო, რადგან ისინიც სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლნი არიან. არ მინდა მოსახლეობის ხარჯზე გავიმარჯვო, მაგრამ ჩვენი გუნდიც ასეთ დღეშია, ძალა არის ერთობაში, ამიტომ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას ვთხოვ მოვიდნენ, ვეპატიჟებით, ჩვენ დიდი მუხტი უნდა ვაჩვენოთ. მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ეს ხელისუფლება მიუღებელია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "კავკასიის" პირდაპირ ეთერში.

ასევე, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

„სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მაქსიმალურად ჭიმავენ დროს და ვადასაც აჭარბებენ. ახლა უზენაესი სასამართლო დარჩა და განხილვას იქაც მაქსიმალურად გააჭიანურებენ, რადგან სტრასბურგში არ წავიდე, რამდენადაც კარგად იციან, რომ ხუთ წუთში მოსაგები საქმეა", -  განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით ხელისუფლებას მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების განზრახ აჭიანურებს  "მაქსიმალურად ჭიმავენ დროს და ვადასაც აჭარბებენ. ახლა უზენაესი სასამართლო დარჩა და განხილვას იქაც მაქსიმალურად გააჭიანურებენ, რადგან სტრასბურგში არ წავიდე,  ამდენადაც კარგად იციან, რომ ხუთ წუთში მოსაგები საქმეა. აბსოლუტურად უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებების სტატისტიკის ამსახველი მასალა NDI-ის პრეზიდენტ კენეტ უოლეკსაც გადასცა. "ორი ცხრილი მივეცი, სადაც ნაჩვენებია, რომ საქმეები, რომელთა სწრაფად განვითარება ჩვენს ინტერესებში შედის, 5, 6, 7 თვით არის გაჭედილი სასამართლოში, მაგრამ ამავდროულად, რაც მათთვის საინტერსოა, მასზე გადაწყვეტილების მისაღებად 2, 3, 4 დღე სჭირდებათ. არ ჰყოფნით ჭკუა, რომ გაჩერდნენ და კანონს დაემორჩილონ. რა ქნას ამ კაცმა, ვერ ჩერდება და მის იდეოლოგიას გაწამებული ჰყავს ყველა საჯარო მოსამსახურე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საჯარო მოხელეების მიმართ შური და აგრესია არ ამოძრავებს, რადგან იცის, რომ ისინი უზარმაზარი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. "მოსამართლეებსაც, პროკურორებსაც, მერეთის ინცინდეტის მონაწილე უხეშ ადამიანებსაც, არც ერთს არ აქვს შესაშური პოზიცია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამდენ კანონდარღვევას არ ვაპატიებთ და ამაზე პასუხს აგებენ. ვისაც შეუძლია, გამაგრდეს, იქნებ წამოსვლაც სჯობდეს ამდენი კანონის დარღვევას და ზეწოლას დაქვემდებარებას. ცოტა ხანში მათ სააკაშვილი ვეღარ უშველის, რადგან თავის თავი ეყოლება საშველი", - განაცხადა ივანიშვილმა.ბიძინა ივანიშვილი: “ქართულ ოცნებას” ბევრი მექანიზმი და ხარჯები აქვს გაწეული იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ვერ გააყალბოს”