ზვიად ძიძიგური: NDI -ის ანგარიშს მეტი კონკრეტიკა მოუხდებოდა

ზვიად ძიძიგური: NDI -ის ანგარიშს მეტი კონკრეტიკა მოუხდებოდა

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლი და "კონსერვატიული  პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას აცხადებს, რომ საქმეს მეტი კონკრეტიკა მოუხდებოდა.

რაც შეეხება, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შეშფოთებას ქვეყანაში მზარდ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, ძიძიგური პოლიტიკურ პროცესებზე პოლარიზების პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„პოლიტიკური სიტუაციის პოლარიზება ხელისუფლებამ დაიწყო, ბიძინა ივანიშვილს არსად მიხეილ სააკაშილთან შეხვედრაზე საკუთარი მხარდამჭერები არ მიუგზავნია და სცენარები არ მოუწყვია. ამას  მიხეილ სააკაშვილი თავის ზონდერ ბრიგადებით აკეთებს თან ისე,  რომ აფორმებს  თითქოს, მოსახლეობა  ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდა. ასეთი ტიპის პოლიტიკური დაძაბულობის შექმნაში  სამაშავლო სამსახურები და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ამიტომ ვფიქრობ, საქმეს  მეთი კონკრეტიკა მოუხდებოდა, თუმცა მე ისე წავიკითხე, როგორც ეს რეალურად და სინამდვილეში არის“, - განაცხადა ძიძგურმა.

ძიძიგური მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, რაც უფრო აქტიური შეფასებები გაკეთდება იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.