წიკლაური: ამ ბრძენი ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვსწავლობ

წიკლაური: ამ ბრძენი ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვსწავლობ

უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ბიძინა ივანიშვილის სურათით სიარულის მიზეზი განმარტა.

from.ge-ს კითხვაზე -  რატომ დადიხართ ბიძინა ივანიშვილის სურათით წიკლაურმა ასე უპასუხა: „ამ ბრძენი ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვსწავლობ“.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს გუშინ  აიპადის დესკტოპზე ბიძინა ივანიშვილის სურათი ჰქონდა დაყენებული.

წიკლაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდა და ჟურნალისტებს საკუთარ აიპოდს აჩვენებდა, რომლის მთელ ეკრანზეც ბიძინა ივანიშვილის სურათი იყო გამოსახული.

მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა წიკლაურის გადაღება გადაწყვიტეს, მან  დესკტოპიდან ივანიშვილის სურათი სასწრაფოდ გააქრო. თუმცა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მისი გადაღება მაინც მოასწრო. სურათი სოციალურ ქსელში გავრცელდა.