ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ „კარდაკარის“ ინტერვიუერი ნარკოლოგიური შემოწმების  შემდეგ გაათავისუფლეს

ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ „კარდაკარის“ ინტერვიუერი ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს

ლაგოდეხში პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  „კარდაკარის“ ინტერვიუერი  სლავა მეტრეველი პოლიციის თანამშრომლებმა  დილის 08:00 საათზე სახლიდან გაიყვანეს და სოფელ აფენში პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

აფენის პოლიციის განყოფილებიდან მეტრეველი ჩალაუბანში გადაიყვანეს, სადაც ნარკოლოგირი შემოწმება ჩაუტარდა.

როგორც from.ge - სთან საუბარში ლაგოდეხის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ნუცა პაპავა აცხადებს,  მან ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უარყოფითი ტესტი აჩვენა და აცხადებს, რომ ის გაათავისუფლეს.

პაპავას განცხადებით ეს და მსგავსი ქმედებები ხელისუფლების ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა.

„ეს ქმედებები ხალხის დაშინებას ემსახურება. თქვენ რომ გგონიათ ისე არაა,  ჩვენ ყველას ვაკონტროლებთ და შეგვიძლია ყველას პრობლემა შევუქმნათო.  ეს  მხოლოდ ფსიქოლოგიური შანტაჟი და ფსიქოლოგირი ზემოქმედების საშუალებაა, სხვა არაფერი“, - განაცხადა პაპავამ.