საია N15 დაწესებულების მსჯავრდებულთა განცხადებას გამოეხმაურება

საია N15 დაწესებულების მსჯავრდებულთა განცხადებას გამოეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია N15 დაწესებულების მსჯავრდებულთა განცხადებას დღეს გამოეხმაურება. ამასთან დაკავშრებით საიას ოფისში დღეს პრესკონფერენცია გაიმართება.

საიას ინფორმაციით, განცხადებაში, მსჯავრდებულები მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე საუბრობენ.

აღნიშნული განცხადებას, 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს.

#15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართეს.