„ქართულ ოცნებაში“  შემავალი პარტიების დაჯარიმება დღეს სააპელაციო სასამართოში გასაჩივრდება

„ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმება დღეს სააპელაციო სასამართოში გასაჩივრდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატები კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს  გაასაჩივრებენ.

„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო საამართოში გავასაჩივრებთ. სასამართლოს გადაწყვეტილება დაჯარიმებულ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემებს ბუნებრივია შეუქმნის, თუმცა ჯერ შორის ნუ წავალთ, ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები  2 383 097 ლარის ოდენობით დააჯარიმა.