ბათუ ქუთელია: პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ გზები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებს მოაგვარებს

ბათუ ქუთელია: პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ გზები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებს მოაგვარებს

დღეს ბათუმში თავდაცვისა და უსაფროხოების კონფერენციის მთავარი თემები: უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოების მისია და ჩიკაგოს სამიტის შემდგომ სამომავლო გეგმები იქნება. ბათუმში გამართულ კონფერენციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ სიტყვით გამოვა.

ამ წუთებში შეხვედრა სასტუმრო „რედისონ ბლუში“ მიმდინარეობს. კონფერენციის დაწყების წინ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ  ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორი და ასპირანტი წევრია.

„ამის გათვალისწინებით კი, მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც როგორც ჩვენ ინტერესებში შედის, ასევე რეგიონალური კუთხითაც დღის წესრიგშია.  ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ერთად ისეთი საკითხის განხილვა, როგორის ქვეყნის უსაფრთხოებაა. პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ ის გზები, რომლითაც ამ პრობლემებს მოვაგვარებთ და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას მივაღწევთ“,- განაცხადა ქუთელიამ.