შტეფან  ფულე: საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  პოლიტიკური დაძაბულობის მატება  ევროკავშირში მზარდ შეშფოთებას იწვევს

შტეფან ფულე: საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური დაძაბულობის მატება ევროკავშირში მზარდ შეშფოთებას იწვევს

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან  ფულემ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზების მატება ევროკავშირში მზარდ შეშფოთებას იწვევს.

მისი თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მედია-ლანდშაფტის განვითარებას საქართველოში.

საგანგებო პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიამ  ფულესთან პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, ასევე აღნიშნულია, რომ ფულემ  საქართველოს მიერ მოდერნიზაციისა და რეფორმების მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა შეაქო და დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში მოდერნიზაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესის მიმართ, რასაც ემსახურება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამით გათავლისწინებული ზომების განხორციელება.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის გარდა, საქართველოს პრეზიდენტი  ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მონაწილეობს.