„თავისუფალი საქართველოს“ წევრებს კონტროლის პალატაში დაკითხავენ

„თავისუფალი საქართველოს“ წევრებს კონტროლის პალატაში დაკითხავენ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის და კახეთის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელები ბადრი ცინცქილაძე და გიორგი მოსიძე კონტროლის პალატაში დაიბარეს. 

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას ინფორმაციით, მოსიძე თბილისში, ხოლო ცინცქილაძე ბათუმში მისცემს ჩვენებას. 

„საქმე ეხება პარტიისთვის გაკეთებულ შემოწირულობებს, რომელთა ოდენობაც 8 ათასიდან 20 ათას ლარამდეა. მინდა აღვნიშნო, რომ ბადრი ცინცქილაძეც და გიორგი მოსიძეც დაკითხვაზე აუცილებლად მივლენ და ჩევნე ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ“ - აღნიშნა კუკავამ. 

 

რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები კონტროლის პალატაში დაკითხვაზე დღეს, 17:00 საათზე მივლენ.