მსოფლიოს უდიდესი ბანკები მაქინაციებში არიან შემჩნეულნი

მსოფლიოს უდიდესი ბანკები მაქინაციებში არიან შემჩნეულნი

BBC-ის ინფორმაციით, რეგულატორები აშშ-ში, ევროპასა და აზიაში მსხვილ ცნობილ ბანკებს ამოწმებენ, რომლებიც ბანკებს შორის საკრედიტო მანიპულაციებში არიან შემჩნეულნი.  ამ სიაში მოხვდნენ Citigroup, JP Morgan, HSBC  და  Deutsche Bank.

„ჩვენ რამდენიმე საქმეს ვიძიებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევამოწმოთ თითოეული შემთხვევა, თუმცა ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ Barclays ერთადერთი ბანკი არ გახლავთ ამ მანიპულირების სქემაში”,- განაცხადა სააგენტოსთან საუბარში ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ტრეისი მაკდერმოტმა.

ამერიკელი და ბრიტანელი რეგულატორების განცხადებით, ბანკი Barclays მცდარ ინფორმაციას აწვდიდა საბანკო სესხების შესახებ, რათა შეექმნა საიმედო საფინანსო ინსტიტუტის იმიჯი.