საუნივერსიტეტო თეატრების მსოფლიო კონგრესს საქართველოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან

საუნივერსიტეტო თეატრების მსოფლიო კონგრესს საქართველოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან

პოლონეთის, ირლანდიის, მექსიკისა და კანადის, შემდეგ საუნივერსიტეტო თეატრების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონგრესს ბელორუსი 2-6 ივლისს მინსკში უმასპინძლებს.  კავკასიის რეგიონს მსოფლიო სათეატრო უნივერსიტეტების კონგრესზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარები წარმოადგენენ: თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, არტ მენეჯერი ელენე ბააბკიშვილი და რეჟისორ - მკვლევარი ირაკლი გოგია, რომლებიც მსოფლიოს 35 ქვეყნის სამასამდე თეატრის ექსპერტ, რეჟისორ, თეატრმცოდნე და არტ მენეჯერს შორის საქართველოს პირველად წარადგენენ.

მსოფლიო სათეატრო უნივერსიტეტების კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

საქართველოს წარმომადგენლები კონგრესზე სპეციალურ მოხსენებებს წაიკითხავენ, ასევე გამართავენ თანამედროვე ქართული თეატრის, ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის, საქართველოს-როგორც ტურისტული რეგიონისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზენტაციასაც.