შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისია მოქმედებს პარლამენტის მანდატით, ყველამ ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისია მოქმედებს პარლამენტის მანდატით, ყველამ ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

საგამოძიებო კომისია მოქმედებს პარლამენტის მანდატით და ყველამ ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, – განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, არჩევანი გააკეთეს, რომ წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ერთი რამე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც არ მოვიდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ვიცი, რომ მათ ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი აძლევს იმედებს, რომ ისინი თუ წავლენ კონსტიტუციის, კანონის წინააღმდეგ, შემდეგ მათ გადაეფარებიან და დაიცავენ. არ გქონდეთ არავის იმედი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას. მათ ჰქონდათ არჩევანი, წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუ წასულიყვნენ რომელიღაც დიპლომატების წინააღმდეგ. არჩევანი გააკეთეს, რომ წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და შესაბამის პასუხსაც მიიღებენ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობისგანაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარბიელი არ ვამბობ, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ საგამოძიებო კომისია მაინც კანონდარღვევითაა შექმნილი - კანონით მის შემადგენლობაში მინიმუმ ნახევარი ოპოზიციონერი უნდა იყოს;თავი დავანებოთ ინჯიას, მაჭარაშვილისა და სააკაშვილის 2008 წლის ყალბი არჩევნების გამპრავებელი სუბარის "ოპოზიციონერობას", რაოდენობრივადაა კანონი დარღვეული - ოპო დეპუტატები შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია! მაინც კანონიერია? ანუ გინდა თუ არა კიტრია?
8 საათის უკან