ნიუ-ორკში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ნიუ-ორკში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ნიუ-იორკში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ამერიკაში მცხოვრები ქართველები მხარდაჭერას ნიუ-იორკის ქუჩებში „ქართული ოცნების“ მაისურებითა და დროშებით გამოხატავდნენ.

აქციას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, სადაც აქციის მონაწილეებმა ქართველ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, ქართველების  ერთად დგომით გამარჯვებას მიღწევა გარდაუვალია.

„დავდგეთ ერთად და მშვიდობიანად გავისტუმროთ მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლება.ის ჩვენ არ მოგვიყვანია იმპერატორად, სულთნად და ფაშაად. ის გარკვეული ვადით პრეზიდენტად მოვიყვანეთ. კეთილი ინებოს და როგორ კარგადაც მოვიდა, ისე წავიდეს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მასობრივი აქცია ნიუ-იორკში არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ორგანიზებით მოეწყო.