ირაკლი ალასანია: არჩევნებს არა ფულით, არამედ ხალხის ნდობით მოვიგებთ

ირაკლი ალასანია: არჩევნებს არა ფულით, არამედ ხალხის ნდობით მოვიგებთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის  აქციების დაყადაღება „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფში“, ასევე მისი დაჯარიმება აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილებაა.

ალასანიას განცხადებით, კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“  მილიონობით საქართველოს მოქალაქე  უდგას გვერდით და აღნიშნავს, რომ არჩევნებს არა ფულით არამედ, ხალხის ნდობით მოიგებენ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში  მმართლმსაჯულების მიმართ,  მთლინად საზოგადოებას, მეც ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში მართლაც,  არ არსებობს.  ის მთლიანად ექვემდებარება კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რაიმეს, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“  მილიონობით საქართველოს მოქალაქე  უდგას გვერდით,  ამიტომ ჩვენ არჩევნებს არა ფულით არამედ, ხალის ნდობით ვიგებთ. განსხვავბით იმ ძალადობისგან და ფულისგან, როგორც სააკაშვილი იგებდა“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მათთვის შემაკავებელი ფაქტორი არაა.

„ჩვენ გავაგრძელებს კამპანიას,  როგორც ვაგრძელებდით. ყველა სოფელში ჩავალთ, მიზანიმიმართულად მივალთ ოქტომბრის არჩევნებამდე და სამართლიანი არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სამართლიანობას, კანონიერებას და რეალურად, მმართლმსაჯულებას  დამოუკიდებლობას მოვუპოვებთ“, - განაცხადა ალასანიამ.

ალასანია პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკური სუბიექტების, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ დაჯარიმებას პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები მიზნად აპოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებას  ემსახურება.

„ჩვენ როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და კანონის მორჩილი მოქალაქეები და პარტიები უარს არ ვამბობთ პროცესში მონაწილეობაზე. ბუნებრივია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება  გასაჩივრდება,  მაგრამ ამ პროცესს სხვას  ვერავინ ვერ დაარქმევს, თუ არა პოლიტიკური ანგარიშწორება“, - განაცხადა ალასანიამ  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.