IRI-ის დამკვირვებლები საქართველოს 18 ივლისისთვის ეწვევიან

IRI-ის დამკვირვებლები საქართველოს 18 ივლისისთვის ეწვევიან

IRI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოს 18 ივლისისთვის ეწვევიან - ამის შესახებ IRI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ანდრია კირბსმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", ჯონ ბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კირბსმა აღნიშნა, ისინი საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლების სტატუსით ჩამოვლენ, 18 ივლისიდან 21 ივლისამდე სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ, 21 ივლისს კი რეგიონებში გადანაწილდებიან.

„გრძელვადიანი დამკვირვებლები მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ და მომზადებული დახვდებიან იმ მოკლევადიან დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ“, - განაცხადა კირბსმა.

გრძელვადიანი დამკვირვებლები აჭარაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში იმუშავებენ. მათგან ორი ჯგუფი კი გორში გაემგზავრება.