შსს-სთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია გაიმართა

შსს-სთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია გაიმართა

შსს-სთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია გაიმართა"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მორიგი აქცია სახელწოდებით „კორუმპირებული თეფშები“  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართეს. აქციას თეატრალიზებული სახე ჰქონდა და აქციის მონააწილეებმა ამ ფორმით, გლობალ TV“ - ს მიმართ განხორციელებული უკანონობა გააპროტესტეს.

„საქართველოში იზღუდება ინფორმაციის თავისუფლება და ამაში ქართული პოლიცია დიდ როლს თამაშობს, რომელიც სასამართლოსა და კონტროლის პალატასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა

მათვე თან ჰქონდათ პლაკატი შოუდან "ვის უნდა 20 000"-დან, სადაც გამოსახული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

„ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს დაკავებული კრიმინალების დაკავებით, უსამართლობის აღმოფხვრით და არა - "გლობალტივის" მიმართ განხორცხიელებული უკანონო ქმედებებით“, - განაცხადა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა, დავით ფაცაციამ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი აქცია პერმანენტულად გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში სიმართლე არ იზეიმებს.

„შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს და ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.