ჯონ ბასი: მიმდინარე საარჩევნო პერიოდში, აშშ-ის მთავრობა  საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს

ჯონ ბასი: მიმდინარე საარჩევნო პერიოდში, აშშ-ის მთავრობა საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა მიმდინარე საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა  და განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს.

ბასმა განმარტა, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განმტკიცებაში და აღნიშნა, რომ უმთავრესი ამოცანაა, ხალხს დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა  გაზრდილი ჰქონდეს.

„მე არაერთხელ აღმინიშნავს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ღირს გამეორება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში. ის დამხარების პროგრამები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიო საკუთარი მომავალი. უმთავრესი ამოცანაა, ხალხს დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა  გაზრდილი ჰქონდეს“, - განაცხადა ბასმა.