სანდრო ბარამიძე: პარტიების დაჯარიმებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში გავასაჩივრებთ

სანდრო ბარამიძე: პარტიების დაჯარიმებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში გავასაჩივრებთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილება კოალიციას ახლახანს ჩაბარდა.

ბარამიძის განცხადებით ისინი საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დღეს ვაპირებთ. სასამართლოს გადაწყვეტილება დაჯარიმებულ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემებს ბუნებრივია შეუქმნის, თუმცა ჯერ შორის ნუ წავალთ, ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები  2 383 097 ლარის ოდენობით დააჯარიმა.