"კავკასიას" "მასთ ქერის" პრინციპით რეგიონებში სარგებლობის უფლება ექნება

ტელეკომპანია  "კავკასიას" "მასთ ქერის" პრინციპით რეგიონებში სარგებლობის უფლება ექნება. ამის შესახებ განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დღეს პარლამენტის  რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან შევთავნხმდით, რომ კონკრეტული ფორმულირება იქნება ჩამოყალიბებული და ეს პრინციპი “კავკასიაზეც” გავრცელდება”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

დღეს, იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც  “საარჩევნო კოდექსში” შესატანილი ცვლილებების განიხილება და „კავკასიასთან“ დაკავშირებული საბოლოო ფორმულირება გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ დღეს არსებული კანონპროექტით, „კავკასიას“ საკაბელო ტელევიზიები ვერ ჩართავენ, რადგან მისი დაფარვა მხოლოდ 25%–ს წარმოადგენს.