ვოლგოგრადელმა მეწარმემ საკუთარი შვილის მკვლელობა შეუკვეთა

ვოლგოგრადელმა მეწარმემ საკუთარი შვილის მკვლელობა შეუკვეთა

ვოლგოგრადელმა 65 წლის ბიზნესმენმა ევრიკ აშიგოვმა მეგობარს საკუთარი შვილის მკვლელობა შეუკვეთა. მამა-შვილის საერთო ბიზნესი გაყოფის შემდეგ, ევრიკ აშიგოვის საქმე ცუდად წავიდა, მისმა შვილმა კი ბიზნესი წარმატებით გააგრძელა. მას შემდეგ, რაც მამამ საკუთარი შვილისგან მოთხოვნილი 2 მილიონი რუბლი ვერ მიღო, მკველელობა შეუკვეთა და მის ახლობელს იაშა არუთიუნოვს 800 000 რუბლის გადახდას შეჰპირდა. არუთიუნოვმა შემსრულებელები მოძებნა, თუმცა შემდეგ შეეშინდა, რომ მკველელობის შემდეგ მასაც გაუსწორდებოდნენ და დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართა.

შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.