ვეფხვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს „მასთ ქერის“ პრინციპმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე  იმოქმედოს

ვეფხვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს „მასთ ქერის“ პრინციპმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე იმოქმედოს

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს არჩევნების შემდეგ არ გათიშონ საკაბელო არხებიდან ოპოზიციური ტელეკომპანიები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ე.წ. ,,მასთ ქერისთან“ დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს განხილვავდნენ.

ლევავან ვეფხვაძის განცხადებით, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მაუწყებლების გათიშვამ შეიძლება ხალხის გაღიზიანება გამოიწვიოს.

ვეფხვაძემ  მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ  კანონპროექტის დამტკიცებამდე გაითვალისწინონ, რომ ისინი ქვეყანაში სტაბილურობის გარანტორები არიან.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნუგზარ წიკლაურმა ვეფხვაძეს  შეახსენა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტორი ხელისუფლებასთან ერთად მთელი პოლიტიკური სპექტრია.

შეგახსენებთ, რომ „მასთ ქერთან“ დაკავშირებული კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტი 60 დღის მანძილზე გაგრძელდება და იგი მოქმედებას არჩევნების წინა დღეს შეწყვეტს.