BSEC-ს სამიტზე სომხეთის და აზერბაიჯანის პატარა ინციდენტი

BSEC-ს სამიტზე სომხეთის და აზერბაიჯანის პატარა ინციდენტი

სომხური მედიის ინფორმაციით, შავი ზღვის  ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელმაც სტარტი გუშინ სტამბულში აიღო, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის უსაფუძვლო ბრალდებების შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშოტ ოვაკიანმა განაცხადა, რომ სამიტი ყარაბაღის პრობლემების განხილვის საკითხი არ არის.

„აუცილებელია მოხდეს საერთაშორისო არენაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის როლის ამაღლება, აგრეთვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ  საერთაშორისო თანამშრომლობამ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს. 

რაც შეეხება ყარაბაღის პრობლემას, სამიტი ის ადგილი არ არის, სადაც ეს პრობლემა უნდა განვიხილოთ. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი წესდების თანახმად, ეკონომიკურ საკითხებს უნდა განიხილავდეს, ხოლო ყარაბაღის პრობლემას ეუთო-ს მინსკის ჯგუფი განიხილავს“,-განაცხადა ოვაკიანმა სამიტზე გამოსვლისას.